Geo Eng Rus

ღვინის კულტურის არქეოლოგიური დფა ქიმიური კვლევა

30 სექტემბერს საქართველოს ეროვნული, მუზეუმი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ღვინის ისტორიის ფონდი წარმოგიდგენთ პროფესორ პატრიკ მაკგოვერნის ლექციას (პენსილვანიის უნივერსიტეტი, აშშ) "ღვინო და ვაზი: ღვინის კულტურის არქეოლოგიური და ქიმიური კვლევა".

ანთროპოლოგიის პროფესორი პატრიკ  მაკგოვერნი  პენსილვანიის გამოყენებითი მეცნიერებათა მუზეუმის, არქეოლოგიური ცენტრის  სამეცნიერო პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ. 

პატრიკ  მაკგოვერნი რვა ანთროპოლოგიური და არქეოლოგიური  წიგნის ავტორი და რედაქტორია. იგი ითვლება ბიომოლეკულური არქეოლოგიის პიონერად. მისი მონოგრაფია "უძველესი ღვინო - ღვინის კულტურის წარმოშობის კვლევა" ღვინის ისტორიის მკვლევარებისთვის მთავარ ფუნდამენტურ ნაშრომს წარმოადგენს. სამეცნიერო მოღვაწეობის განმავლობაში პატრიკ მაკგოვერნმა შექმნა და განავითარა მრავალი ინოვაციური აკადემიური პროგრამა არქეოლოგიაში. 

ორი ათწლეულის განმავლოაბში  ღვინის პირველი სახეობების გაჩენისა და მათი განვითარების ეტაპების ისტორიულ და ქიმიურ შესწავლას ახდენდა. ხელძღვანელობდა ყველაზე ადრეული ღვინისა და  პრეისტორიული ჩინური ფერმენტირებული სასმელების მოლეკულურ-ბიოლოგიურ კვლევას.

მისი თაოსნობით ჩატარდა უნიშვნელოვანესი ექსპედიციები მახლობელ აღმოსავლეთსა, ევროპასა და შუა აზიის ქვეყნებში.

მაკგოვერნს წაკითხული აქვს ლექციები მსოფლიოს ცნობილ მუეზუმებსა და უნივერსიტეტებში: ვენაში, ბარსელონაში, ლონდონში, ბერლინში, შანხაიში, ოსლოში, სტოქჰოლმში და ა.შ. მის უპირველეს ამოცანას საერთაშორისო დონის ბიომოლეკულური არქეოლოგიის, ღვინისა და მსოფლიო ხალხთა სამზარეულოს კვლევითი ცენტრის შექმნა წარმოადგენს.