ღვინის ისტორიის ფონდი
ჩვენ შესახებ
„ღვინის ისტორიის ფონდი - საქართველო ღვინის სამშობლო“ ბატონების ჯემალ ინაიშვილის და დავით ლორთქიფანიძის ინიციატივით არის დაფუძნებული.
ფონდის მიზანია ღვინის ისტორიასთან დაკავშირებული კვლევების ხელშეწყობა, საქართველოს, როგორც უძველესი მეღვინეობის ქვეყნის, წარმოჩენა. ქართული კულტურის, მათ შორის: მეღვინეობის პოპულარიზაცია, ასევე ღვინის წარმოების და მოხმარების კულტურის ამაღლების ხელშეწყობა.
”ღვინის ისტორიის ფონდი” გეგმავს და ატარებს ღვინის კონკურსებს, კონფერენციებს, სემინარებს და დისკუსიებს ღვინის წარმოებისა და ისტორიის შესახებ. ”ღვინის ისტორიის ფონდის” ორგანიზებით, გამოიცემა საინფორმაციო და მეთოდოლოგიური მასალები.
ფონდი დაამყარებს კავშირებს ანალოგიური მიზნების მქონე სხვა ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„ღვინის ისტორიის ფონდის” წევრობა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. ფონდთან იარსებებს ქართული ღვინის მოყვარულთა კლუბი, რომელიც სისტემატურად ჩაატარებს შეხვედრებს მეღვინეობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, ჩატარდება დეგუსტაციები და კულტურული ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.