ვაზთან და ღვინოსთან უნდა იყოს დაკავშირებული თრიალეთის ვერცხლის თასი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულით თარიღდება. თასის ცენტრალურ ფრიზზე გამოსახულია სასმისით მკლავშემართულ ქურუმთა სარიტუალო პროცესია, რომელიც ტახტზე დაბრძანებული მთავარი ღვთაებისკენაა მიმართული. მის ზურგსუკან სწორედ ვაზი, ანუ „სიცოცხლის ხე“ უნდა იყოს აღმართული, ხოლო ფეხებთან მწევარ-ძაღლები წვანან, ქართული მითოლოგიით, ღვთაებათა ნების აღმსრულებლები. თასის ქვედა ფრიზზე კი, საკრალურ ცხოველთა, ხარ-ირემთა მსვლელობაა. მეცნიერთა აზრით, თასის მხატვრულ-სიუჟეტური ქარგა კვდომა-აღორძინების ადრესაგაზაფხულო დღეობათა ციკლს უნდა გადმოსცემდეს.
გაზიარება