ქართული ღვინის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდად XIX საუკუნე მიიჩნევა. ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსანდრე ჭავჭავაძის დიდი მონდომებით ქართული ღვინო ევროპულ ღვინოს დაუახლოვდა. წინანდლის ისტორიულ მარანში, ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩამოასხეს ღვინო ბოთლში.
ყანწი, ფიალა, ჯამი, აზარფეშა, ჭინჭილა, კულა, ჭიქა - საღვინე სასმისების ეს მრავალფეროვნება ღვინის სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულებაა, და რაც ყველაზე მთავარია - საქართველოში ღვინო სადღეგრძელოს გარეშე არ ისმევა, ის ხომ ღვთებრივი სითხეა და შესაბამისად, მოყვასის დალოცვაც მისითაა შესაძლებელი. თავად სიტყვა - სადღეგრძელოც ხომ მარადიულთან, ღვთაებრივ საწყისთან ზიარებას მოასწავებს.
გაზიარება